logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 57 200 ჯარისკაცი დაკარგა

26 სექ 202215:29
3 წუთის საკითხავი
clock 382
2022/09/26/ijrfg5dk51s4vfe.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთმა უკრაინაში 57 200 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 2290
  • ჯავშანტექნიკა - 4857
  • საარტილერიო სისტემა - 1369
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 330
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 172
  • თვირმფრინავი - 260
  • ვერტმფრენი - 224
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 970
  • ფრთოსანი რაკეტა - 241
  • გემი/ნავი - 15
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3711
  • სპეცტექნიკა - 131

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა