logo
ENG



ბრიტანეთმა ფსევდო რეფერენდუმების გამო რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

26 სექ 202220:58
3 წუთის საკითხავი
clock 496
2022/09/26/9wpvxbuape514df.jpg

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიმს კლევერის განცხადებით, ოფიციალურმა ლონდონმა რუსეთს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების გამო ახალი სანქციები დაუწესა. საუბარია საერთო ჯამში 92 სანქციაზე.

"ე.წ. რეფერენდუმები, რომლებსაც იარაღის მუქარით ატარებენ, არ შეიძლება იყოს თავისუფალი ან სამართლიანი. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ამ "რეფერენდუმების" შედეგებს. ისინი მიესადაგება ძალადობის მკაფიო სქემას, დაშინებას, წამებასა და იძულებით დეპორტაციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება. ბრიტანეთის სანქციები მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ფსევდო რეფერენდუმების უკან დგას, ასევე იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის რეჟიმის მიერ ამ აგრესიულ ომს მხარს უჭერენ", - თქვა კლევერმა.

დიდმა ბრიტანეთმა სასანქციო სიაში შეიყვანა 33 ჩინოსანი და კოლაბორაციონისტი, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან. ასევე, შავ სიაში მოხვდა სააგენტო IMA Consulting-ი, რომელსაც პუტინის საყვარელ პიარ კომპანიას ეძახიან და რომელიც ე.წ. რეფერენდუმების კამპანიებს აწარმოებდა. შეზღუდვები შეეხო რუსულ კომპანია გოზნაკს, რომელიც სახელმწიფო საბუთების და დოკუმენტების დამზადებაზე მუშაობას და მონოპოლისტია. ეს კომპანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასევე ე.წ. პასპორტებს ამზადებს.

***

ე.წ. რეფერენდუმები დროებით ოკუპირებული ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქის ნაწილებში 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრამდე, ხელი მოაწერა ბრძანებებს დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. აღნიშნული ორი სეპარატისტული სუბიექტი საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული.

 

 
 

close დახურვა