logo
ENG



ბლინკენი: უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავი მთელ თავის ტერიტორიაზე, ვაგრძელებთ მხარდაჭერას

27 სექ 202222:49
3 წუთის საკითხავი
clock 575
ბლინკენი: უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავი მთელ თავის ტერიტორიაზე, ვაგრძელებთ მხარდაჭერას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ შეერთებული შტატები არ ეწინააღმდეგება უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენებას იმ რეგიონების დასაბრუნებლად, სადაც რუსეთმა "რეფერენდუმები" ჩაატარა. 

"ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ უკვე მკაფიოდ განვაცხადეთ: ჩვენ არ ვაღიარებთ და რეალურად, არც არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას. უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას თავი მთელ თავის ტერიტორიაზე, კერძოდ, დაიბრუნოს ის ტერიტორიები, რომლებიც ამა თუ იმ უკანონო გზით დაიპყრო რუსეთმა", - თქვა ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით, იარაღი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა მიაწოდეს უკრაინას, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ძალიან ეფექტურად გამოიყენეს ტერიტორიების დასაბრუნებლად - როგორც ჩრდილო აღმოსავლეთში, ასევე სამხრეთში.

სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ ფსევდორეფერენდუმები არაფერს ცვლის უკრაინის ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთმა მიიტაცა.

"უკრაინელები აგრძელებენ იმის კეთებას, რაც უნდა გააკეთონ, რათა დაიბრუნონ მიწა, რომელიც წაართვეს. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში", - დასძინა ბლინკენმა.


close დახურვა