logo
ENG



ბალტიის ქვეყნები: უკრაინის ინსპირაციულ სიმამაცეს მხოლოდ ჩვენი ალიანსის გაძლიერება შეუძლია

30 სექ 202223:48
3 წუთის საკითხავი
clock 696
2022/09/30/r47gq4lejzvd8h7.jpg

ბალტიის ქვეყნები უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერენ. შესაბამისი განცხადებები ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკეთეს.

ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ განაცხადეს, რომ ისინი "სრულიად უჭერენ მხარს უკრაინის ნატოში რაც შეიძლება მალე მიღებას".

"უკრაინის ბალტიელი მეგობრები სრულად უჭერენ მხარს უკრაინის მოკლე დროში ნატოში გაწევრიანებას. უკრაინის ინსპირაციულ სიმამაცეს მხოლოდ ჩვენი ალიანსის გაძლიერება შეუძლია", - წერენ მინისტრები Twitter-ზე.

საკითხს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც გამოეხმაურა და თქვა, "ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს ევროპაში აქვს უფლება შეიტანოს განაცხადი ნატოში წევრობაზე და ნატოს მოკავშირეები ამას პატივს სცემენ. და ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნატოს კარი რჩება ღიად". 

 

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "უკრაინას NATO-ში დაჩქარებულად გაწევრიანებაზე განაცხადი შეაქვს".


close დახურვა