logo
ENG



ყარაფილასთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განხორციელდა

01 ოქტ 202211:46
3 წუთის საკითხავი
clock 577

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სოფელ ყარაფილას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განახორციელეს უკანონო ე.წ ბორდერიზაცია.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი. საკითხი განხილულ იქნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე. უკანონო პროცესის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები", - აცხადებენ უწყებაში.


close დახურვა