logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 60 110 ჯარისკაცი დაკარგა

02 ოქტ 202212:24
3 წუთის საკითხავი
clock 367
2022/10/02/shwkhe3cj23hmaq.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 60 110 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 2377
  • ჯავშანტექნიკა - 4975
  • საარტილერიო სისტემა - 1405
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 337
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 176
  • თვითმფრინავი - 264
  • ვერტმფრენი - 227
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1015
  • ფრთოსანი რაკეტა - 246
  • გემი/ნავი - 15
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3796
  • სპეცტექნიკა - 131

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა