logo
ENG



ზელენსკი: რუსული არმია, რომელსაც "მსოფლიოს მეორე არმიას" ეძახდნენ, ახლა ოცდამეორეც კი არაა

01 ნოე 202213:43
3 წუთის საკითხავი
clock 421
2022/11/01/i81pmu4ebfsnz7y.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული არმია, რომელსაც "მსოფლიოს მეორე არმიას" ეძახდნენ, ახლა ოცდამეორეც არ არის.

"უკვე ახლა, ყოველ ათ დარტყმაზე ტერორისტებს უწევთ მინიმუმ ოთხჯერ მეტი რაკეტის დახარჯვა. რუსეთის მაჩვენელი კიდევ უფრო უარესია უპილოტო თვითმფრინავებთან მიმართებაში, რომლებიც ირანის თანამზრახველებმა მიაწოდეს.

და მსოფლიო ხედავს ამას. ხედავს, რომ რუსული არმია, რომელსაც "მსოფლიოს მეორე არმიას" ეძახდნენ, ახლა ოცდამეორეც კი აღარ არის. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის მთლიანად გადავიდეს მეორე ასეულში," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, რუსეთი აუცილებლად აგებს პასუხს 31 ოქტომბერს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსეთის ყოველი ახალი დარტყმა უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე მხოლოდ ხელს უწყობს და აახლოებს საერთაშორისო კონსენსუსს რუსეთის პასუხისმგებლობის შესახებ.

გუშინ დილით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 50-ზე მეტი რუსული რაკეტიდან უკრაინელმა დამცველებმა 44 ჩამოაგდეს. ამასთან, საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს.


close დახურვა