logo
ENG



ნაძალადევის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეეზღუდება

04 ნოე 202210:05
3 წუთის საკითხავი
clock 540
2022/11/04/7wa4guj7vok9vni.jpg

ნაძალადევის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება. GWP ამის მიზეზად "ზღვისუბნის რეზერვუარზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს" ასახელებს.

4 ნოემბრის დილის 11:00 საათიდან 5 ნოემბრის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გეგუთის, სვირის, კიშინოვის, ზეკარის, ასურეთის, კურსების, დარკვეთის, ლუბოვსკის, მირზაანის, სანავარდოს, ლისაშვილის, ბუგეულის, წერონისის, თოდრიას, მაჩხაანის, ჟღენტის, ბახმაროს, გომარეთის, ახტალის, რაჭის, ლოტკინის მთის, სამრეღეთის, ზაქარაიას, ხერთვისის, გორდის, ლაითურის, კლდეკარის, ნაქალაქევის, ხუდადოვის, ბეჟანიშვილის, თმოგვის, ქართლის, დაისის, ღრმაღელის, ილურიძის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, მოლოკოვის, გრუზინსკის, ბენდელიანის, ზედაზენის, თბილისის ზღვის მიმდებარედ კადეტთა კორპუსს, უცნობ გმირთა, ლტოლვილთა დასახლებას, ბეშენოვას, ვანათის, გარეჯის შესახვევებით, ახალ მოწამეთა, კეხვის, ხეხილსანერგე მეურნეობა მთლიანად, იოსელიანის, სუვოროვის, თიანეთის, ტიბაანის, მაჩხაანის, მუხრანს შესახვევებით და ჩიხებით, გლინკას, გარეჯელის, შენგელაიას, ნაგომარის რატევანის, ბოგვის ქუჩებს, მახათის აღმართს.


close დახურვა