logo
ENG



ზარქუა: ყოფილი მაღალჩინოსანი ვოლკერი, ქართველების სიძე, კავშირი კეზერაშვილთან დაინახეთ, ხო?

16 ნოე 202212:38
3 წუთის საკითხავი
clock 314

ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ზარქუა აგრძელებს თანაგუნდელების მიერ გავრცელებულ შეთქმულების თეორიებს დავით კეზერაშვილისა და კურტ ვოლკერის შეხვედრასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ ორ პირს შორის კავშირი დადასტურდა.

"კეზერაშვილი ისევე, როგორც კურტ ვოლკერი, რომელიც იყო წინა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი, რომელიც არის ქართველების სიძე, კავშირი კეზერაშვილსა და მის ოჯახს შორის დაინახეთ, ხო? მათ შორის არაჯანსაღი არასამართლიანი კრიტიკა იყო საქართველოს მიმართ. ამიტომ ამიტომ არის რომ კუდები აგეწვათ, გაიშიფრეთ, რომ ეს ადამიანი, როგორც სხვა დანარჩენი ფასიანი ლობისტები, სხვა ინტერესებს ახურებენ", - თქვა ზარქუამ.

ქართულმა ოცნებამ ფორმულას დამფუძნებლის დავით კეზერაშვილსა და ნატოში ამერიკის ყოფილ ელჩ კურტ ვოლკერს შორის გამართულ შეხვედრაზე შეთქმულების თეორია ააგო და ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებს.

15 ნოემბერს სახელისუფლებო სააგენტოში გამოქვეყნდა ფოტო, რომლის მიხედვითაც კეზერაშვილი და ვოლკერი ერთმანეთს ზაფხულში, ლონდონში შეხვდნენ. 

სააგენტოს თანახმად, ფოტო გერმანელმა ჟურნალისტმა გადაიღო და თვეების შემდეგ გადაწყვიტა, საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტული სააგენტოსთვის მიეწოდებინა. ფოტო მოგვიანებით სხვა სახელისუფლებო მედიებმაც გაავრცელეს და ამბავი შეფუთეს, როგორც სკანდალი.

ქართულმა ოცნებამ ამ ფოტოსურათის გარშემო ანტიდასავლური პროპაგანდისტული ხაზი განავითარა. ოცნების ლიდერები ფოტოს შესახებ საუბრობდნენ, როგორც კომპრომატზე. 

კეზერაშვილს და ვოლკერს სინამდვილეში საქმიანი პარტნიორობა აკავშირებთ - ორივე კიევში გახსნილი ამერიკული უნივერსიტეტის თანადამაარსებელია და საერთაშორისო პროექტებში არიან ჩართული.

ვოლკერი ამერიკაში სხვადასხვა თანამდებობაზე ნამუშევარი, ყოფილი მაღალჩინოსანი და გავლენიანი დიპლომატია, რომელიც კარგად იცნობს რეგიონს და საქართველოს დიდი მხარდამჭერია. კურტ ვოლკერი ბოლოს თბილისს სექტემბერში, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში სტუმრობდა და საოკუპაციო ხაზთანაც ჩავიდა. კულტ ვოლკერი ნატოში ამერიკის ელჩი იყო, ასევე, შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში.


close დახურვა