logo
ENG



ინდოეთი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს დაეხმარება - გალუშჩენკო

18 ნოე 202208:13
3 წუთის საკითხავი
clock 385
2022/11/18/soyl7ciywga8zs8.jpg

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის გერმან გალუშჩენკოს განცხადებით, ინდოეთი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს დაეხმარება.

გალუშჩენკო უკრაინაში ინდოეთის ელჩს ხარშემ კუმარ ჯეინს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში შექმნილი მძიმე ენერგეტიკული მდგომარეობა განიხილეს.

უკრაინელი მინისტრის თქმით, ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა რუსი ოკუპანტების მუდმივი თავდასხმის ქვეშაა, რის გამოც მილიონობით უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა.

გალუშჩენკო ამბობს, რომ ენერგეტიკული კომპანიები მაქსიმუმს აკეთებენ, რათა ელექტრომომარაგება აღადგინონ.

"ზამთრამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და ჩვენთვის აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ელექტროენერგიის მიწოდება. სიტყვა "სასწრაფოდ" ძალიან სუსტი ნათქვამია, რათა აღვწეროთ რამდენად სწრაფად უნდა გავაკეთოთ ეს", - თქვა მინისტრმა.

შეხვედრაზე ელჩმა აღნიშნა, რომ ინდოეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინას და მზად არის საჭირო დახმარება აღმოუჩინოს.


close დახურვა