logo
ENG



ლაიენი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს

24 ნოე 202215:12
3 წუთის საკითხავი
clock 973
2022/11/24/v7hg7uta25ipo89.jpg

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტს ამზადებს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სანქციების მზადება რუსეთის უკრაინაზე ბოლოდროინდელ თავდასხმას მოყვა.

"ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ რუსეთს ზიანი მივაყენოთ და შევამციროთ უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოების შესაძლებლობა. და დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ მთელი სისწრაფით ვმუშაობთ სანქციების მეცხრე პაკეტზე."- განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ესპუში გამართულ პრესკონფერენზიაზე.

ფონ დერ ლაიენმა ასევე დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი ძალიან მალე დაამტკიცებს რუსეთის ნავთობის გლობალურ ფასს G7-თან და სხვა მსხვილ პარტნიორებთან ერთად. დასავლეთის უმსხვილესი ეკონომიკები სექტემბერში შეთანხმდნენ, რომ დააწესონ ლიმიტი მოსკოვის ომის დაფინანსების შესაძლებლობის შესამცირებლად. 

"ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს პუტინზე და მის უკანონო და ბარბაროსულ ომზე." - ამბობს ლაიენი. 


close დახურვა