logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 11 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

25 ნოე 202210:47
3 წუთის საკითხავი
clock 540
2022/11/25/po3lfb4ffkmllrq.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 11 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს სტელმახივკას, დიბროვას, ბელოგოროვკას, იაკოვლივკას, ბახმუცკეს, ბახმუტის, ოპიტნეს, პერვომაისკეს, კრასნოჰორივკას, მარინკას და ნოვომიხაილივკას დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 6 სარაკეტო და 14 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

გენშტაბის თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 12 დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.  


close დახურვა