logo
ENG



უოლასი: ზამთარში უკრაინამ შეტევა უნდა გააგრძელოს

25 ნოე 202211:49
3 წუთის საკითხავი
clock 415
2022/11/25/2l5nhoir8ec8906.jpg

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის განცხადებით, ზამთარში უკრაინამ შეტევა უნდა გააგრძელოს.

"უკრაინელების წვრთნის, აღჭურვილობისა და მაღალი ხარისხის სამხედრო უპირატესობების გათვალისწინებით, დემორალიზებული, ცუდად გაწვრთნილი და არასაკმარისად აღჭურვილი რუსების წინააღმდეგ, უკრაინის ინტერესი უნდა იყოს ზამთრის პერიოდში მოძრაობის დინამიკის შენარჩუნება.

[უკრაინელებმა] საერთაშორისო საზოგადოებისგან უკვე მიიღეს 300 000 სამხედრო ფორმა ზამთრისთვის - ეს აუცილებელი მოთხოვნაა ზამთრის ნებისმიერი შეტევისთვის", - თქვა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას უკვე გადასცა მაღალი სიზუსტის Brimstone 2 რაკეტები. ამ რაკეტების გაშვების დიაპაზონი ორჯერ აღემატება პირველი თაობის Brimstone-ს, რომელიც უკრაინამ ადრე მიიღო.


close დახურვა