logo
ENG



ირანში პროტესტის მხარდამჭერი ფეხბურთელი დააკავეს

25 ნოე 202222:03
3 წუთის საკითხავი
clock 500
2022/11/25/ohea1a7lsr8t6w8.jpg

ირანში პროტესტის მხარდამჭერი ცნობილი ფეხბურთელი, ვორია გაფური დააკავეს. მას "ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდაში" სდებენ ბრალს.

გაფური ღიად უჭერდა მხარს დემოკრატიას, ქალთა უფლებებსა და საპროტესტო აქციებს, რომლებიც სექტემბრიდან იმართება. იგი ირანში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფეხბურთელად მიიჩნევა.

საინფორმაციო სააგენტო Fars წერს, რომ გაფური, რომელიც წარმოშობით ქურთია, ხუთშაბათს კლუბის ვარჯიშის შემდეგ დააკავეს. ის კლუბ ესტეგლალში თამაშობდა, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კლუბია, შემდეგ კი მას კონტრაქტი გაუწყვიტეს, რის გამოც ფულად ხუზესტანში გადავიდა.

წარსულში გაფური ირანის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაშიც იყო, თუმცა კატარის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ის არ გამოიძახეს. ირანის ეროვნულმა ნაკრებმა კი მსოფლიოზე ინგლისის წინააღმდეგ თამაში დროს არ შეასრულა ეროვნული ჰიმნი, რითაც მხარი დაუჭირა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

უკვე სამი თვეა ირანში არეულობაა. მოსახლეობა 22 წლის მაჰშა ამინის მკვლელობას აპროტესტებს. ახალგაზრდა ქალი "ჩადრის არასწორად ტარების" ბრალდებით დააკავეს, რამდენიმე დღეში კი ის გარდაიცვალა. თვითმხილველები ყვებიან, რომ პოლიციელებმა ქალი სასტიკად სცემეს.

სოციალურ ქსელებში გაფური მხარს უჭერდა აქციებს და წერდა, რომ ქურთებით დასახლებულ რაიონებს ეწვია, რათა სოლიდარობა გამოეხატა ოჯახებისთვის, რომელთა ახლობლებიც აქციების დროს დაიღუპნენ.

უფლებადამცველი ორგანიზაცია Hengaw, რომელიც ნორვეგიაში ბაზირებს, ასევე იტყობინება, რომ ფეხბურთელი დააკავეს.

პოლიცია სასტიკად დევნის აქციებში მონაწილეებსა და მხარდამჭერებს. გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტის ჩახშობის პროცესში მოკლულია 326 ადამიანი, მათ შორის 46 ბავშვი. 15 ათასი ადამიანი კი დაკავებული. 14 ნოემბერს ირანულმა სასამართლომ პროტესტის მონაწილეს პირველად გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი.


close დახურვა