logo
ENG



ანაკლიის "დათრევის" გეგმა - შაბათის ფორმულა

26 ნოე 202220:24
3 წუთის საკითხავი
clock 616

ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა ჩანაწერი, საიდანაც ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ანაკლიის პორტით დაინტერესდა და მის "დათრევაზე" საუბრობს. ხიდაშელი, სავარაუდოდ, რუს ბიზნესმენს რუსულად ელაპარაკა. ხიდაშელი უცნობს პირს უყვება, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზება შეუძლია, ეს კი რადიკალურად განსხვავდება ხიდაშელის მიერ მანამდე გავრცელებული განცხადებისგან, სადაც რუსეთში გამდიდრებული ბიზნესმენი წერს, რომ უსუსურმა მთავრობამ ის ვერ დაიცვა, ამიტომაც განზე გადგება და ქონებას გაყიდის.

 


close დახურვა