logo
ENG



რუსეთი - ტერორისტი ქვეყანა - შაბათის ფორმულა

26 ნოე 202221:09
3 წუთის საკითხავი
clock 694

მსოფლიომ რუსეთი ტერორისტულ ქვეყნად აღიარა. ერთმანეთის მიყოლებით, ევროპული ქვეყნები, ევროსაბჭო, ევროპარლამენტი, კრემლის სისხლიან რეჟიმს, ტერორიზმის დამფინანსებლად აცხადებს, საქართველოს ხელისუფლება კი ისევ დუმს. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები, რომლებმაც რუსული ტერორი და სისასტიკე საკუთარ თავზე გამოცადეს, ქართული ოცნების წევრებს არასოდეს უნახავთ. გიორგი ანწუხელიძის ქვეყანაში, ყველამ, ხელისუფლების გარდა, კარგად იცის, როგორი სასტიკია კრემლის სისხლიანი რეჟიმი. დღეს, ამ ადამიანების ხმას, შაბათის ფორმულაში მოისმენთ და ასევე მოუსმენთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც თამამად ლანძღავს და შეურაცხყოფას აყენებს, ომში მყოფ უკრაინას, ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს, მაგრამ როცა საქმე რუსეთს და პუტინს ეხება - ხელისუფლება კითხვაზე პასუხსაც კი გაურბის.


close დახურვა