logo
ENG



რუსეთის ძალებმა დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

29 ნოე 202209:12
3 წუთის საკითხავი
clock 428
Reuters

რუსეთის ჯარებმა დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.

დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო Telegram-ზე წერს, რომ ოკუპანტებმა ღამით ქალაქის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს, დარტყმის ადგილზე ცეცხლი გაჩნდა.

"რუსებმა დნიპროს დაარტყეს. ერთ-ერთი რაკეტა კერძო საწარმოს მოხვდა. განადგურდა საწარმოო ობიექტები. ხანძარი გაჩნდა." - წერს რეზნიჩენკო.

სარაკეტო თავდასხმის დეტალები ზუსტდება.

 


close დახურვა