logo
ENG



ჰავაიზე მსოფლიოში ყველაზე დიდი აქტიური ვულკანი ამოიფრქვა

29 ნოე 202210:55
3 წუთის საკითხავი
clock 1175
2022/11/29/7ey8f2r4ce4ctxc.jpg

მსოფლიოში ყველაზე დიდი აქტიური ვულკანი, ჰავაიზე მდებარე მაუნა ლოა ბოლო 40 წლის განმავლობაში პირველად ამოიფრქვა.

როგორც BBC წერს ლავის ნაკადი ძირითადად მწვერვალზეა შეჩერებული, თუმცა მოსახლეობა მზადყოფნაშია და ფერფლის ცვენის შესახებ გააფრთხილებულია.

აშშ-ის გეოლოგიური ჯგუფი აცხადებს, რომ სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. საგანგებო სამსახურების განცხადებით, მოსახლეობის ევაკუაციაზე შეტყობინება ჯერ არ შესულა.

მაუნა ლოა, რომელიც ჰავაის ვულკანების ნაციონალურ პარკში მდებარეობს, შტატის დიდი კუნძულის ნახევარს ფარავს. ვულკანის სიმაღლე ზღვის დონიდან 4 169 მეტრია და 5 179 კვადრატული კილომეტრის ფართობს იკავებს.

ამოფრქვევა დაიწყო ადგილობრივი დროით კვირას, 23:00 საათზე მოკუაევეოვეოში, ვულკანის კალდერა მწვერვალზე. რამდენიმე მიწისძვრის შემდეგ აქამდე უკვე იყო გაფრთხილებები ვულკანის ამოფრქვევის შესახებ.

"წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მაუნა ლოას ამოფრქვევის ადრეული სტადიები შეიძლება საკმაოდ დინამიკური იყოს, ხოლო ლავის ნაკადების მდებარეობა და მოძრაობა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს", - აღნიშნავენ აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურში.

გარდა ამისა, აღნიშნავენ, რომ თუ ამოფრქვევა გასცდება კალდერას მწვერვალს, ლავის ნაკადი ფერდობზე ძალიან სწრაფად დაეშვება.

"ლავის ეს ნაკადები იშვიათად წარმოადგენენ საფრთხეს სიცოცხლისთვის, თუმცა ისინი დამანგრეველია ინფრასტრუქტურისთვის", - აღნიშნეს ჰავაის ვულკანების ობსერვატორიაში.

გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, 1843 წლიდან, როდესაც პირველი ამოფრქვევა აღიწერა, მაუნა ლოა კიდევ 33-ჯერ ამოიფრქვა. ბოლო შემთხვევა 1984 წელს მოხდა, მაშინ ლავის ნაკადმა კუნძულ ჰილოზე უმსხვილეს ქალაქამდე ვერ მიაღწია.


close დახურვა