logo
ENG



კობახიძე სააკაშვილზე: შესაბამის ზომებს პასუხისმგებელი უწყებები მიიღებენ

29 ნოე 202212:20
3 წუთის საკითხავი
clock 250

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას ამბობს, რომ "სპეკულაციებზე" კომენტარს არ გააკეთებს. მისი თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით შესაბამის ზომებს პასუხისმგებელი უწყებები მიიღებენ.

"სპეკულაციებზე, რა თქმა უნდა, კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება კონკრეტული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების ფუნქცია. ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური კომენტარები, ბუნებრივია, ვერ გაკეთდება. შესაბამის ზომებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებები", - განაცხადა მან.

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი იყო ჩანიშნული, თუმცა მოსამართლემ სხდომა განუსაზღვრელი ვადით გადადო. პროცესზე დასწრების სურვილი მიხეილ სააკაშვილმა თავად გამოთქვა, თუმცა კლინიკა ვივამედის ექიმებმა ამის რეკომენდაცია არ გასცეს.

როგორც ვივამედის დირექტორმა, ნინო ნადირაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ტრანსპორტირება არ იყო გამართლებული.

სააკაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები საუბრობენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. გიული ალასანიას თქმით, მდგომარეობა განსაკუთრებით ბოლო ერთ კირაში გაუარესდა -  ალასანია ამბობს, რომ სააკაშვილი "ვერ ჯდება და ბოლო ხანებში საკმაოდ სუსტად არის".


close დახურვა