logo
ENG



წითლიძე "ოცნებას": არ გაქვთ უფლება, ქვეყანას კიდევ ერთხელ აკიდოთ პრეზიდენტის მკვლელობის ცოდვა

29 ნოე 202213:20
3 წუთის საკითხავი
clock 498
2022/11/29/ruz5iov60boxveh.png

პარლამენტის წევრმა, ანი წითლიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, როგორც დღეს სახელმწიფო და ხელისუფლება სააკაშვილის ექცევა, განსაზღვრავს იმას, შევდექით თუ არა როგორც სახელმწიფო.

"დღეს ჩვენ ისევ ვართ ზღვარზე სიძულვილსა და სახელმწიფოებრივ აზროვნებას შორის. კი, თქვენ გაქვთ უფლება არ მოგწონდეთ და მე ვერ მოგთხოვთ, გიყვარდეთ პრეზიდენტი სააკაშვილი, მაგრამ თქვენ არა გაქვთ უფლება, წაართვათ მას ფუნდამენტური უფლება სიცოცხლის და ჯანმრთელობის. თქვენ არა გაქვთ უფლება, რომ ამ მრავალჭირგამოვლილ ქვეყანას კიდევ ერთხელ აკიდოთ უბედურება და ცოდვა პრეზიდენტის მკვლელობის, თქვენ არა გაქვთ უფლება, რომ ამ ცოდვით ატაროთ თაობები საქართველოში", - განაცხადა მან.

მან ისაუბრა ქართული ოცნების წევრების განცხადებებზე, სადაც ისინი ამტკიცებენ, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე გავრცელებული ცნობებეი "სპეკულაციებია" და მოუწოდა, თავად მოინახულონ სააკაშვილი.

"თუ თქვენ გგონიათ, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი, ნახეთ პირადად დააკვირდით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და შემდეგ ჰკითხეთ საკუთარ თავს და სინდისს, ხართ თუ არა მზად, პასუხისმგებლობა აიღოთ მის ჯანმრთელობაზე", - აღნიშნა წითლიძემ.

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი იყო ჩანიშნული, თუმცა მოსამართლემ სხდომა განუსაზღვრელი ვადით გადადო. პროცესზე დასწრების სურვილი მიხეილ სააკაშვილმა თავად გამოთქვა, თუმცა კლინიკა ვივამედის ექიმებმა ამის რეკომენდაცია არ გასცეს.

როგორც ვივამედის დირექტორმა, ნინო ნადირაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ტრანსპორტირება არ იყო გამართლებული.

სააკაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები საუბრობენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. გიული ალასანიას თქმით, მდგომარეობა განსაკუთრებით ბოლო ერთ კირაში გაუარესდა -  ალასანია ამბობს, რომ სააკაშვილი "ვერ ჯდება და ბოლო ხანებში საკმაოდ სუსტად არის".


close დახურვა