logo
ENG



უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუჰანსკის ოლქში ოკუპანტებისგან 13 დასახლება გაათავისუფლეს

29 ნოე 202222:50
3 წუთის საკითხავი
clock 892
2022/11/29/6ie6ygykbi0ewea.jpg

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუჰანსკის ოლქში რუსი ოკუპანტებისგან 13 დასახლება გაათავისუფლეს. ინფორმაციას ლუჰანსკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, ოლექსი სმირნოვი ავრცელებს.

"ამჟამად, ლუჰანსკის ოლქში 13 დასახლებაა დეოკუპირებული. ასე რომ, მალე საჭირო იქნება აქ განაღმვითი სამუშაოები, რათა უსაფრთხოდ მივაწოდოთ მოსახლეობას სოციალური სერვისები და განაახლონ ძირითადი სასიცოცხლო სისტემების მუშაობა", - ამბობს სმირნოვი.

სმირნოვი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გათავისუფლებული დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაციის შესაძლებლობები და პრობლემები განიხილეს.

გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ რეგიონში მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბება განაღმვის, ჰუმანიტარული მარაგის მიწოდებისა და გათბობის პუნქტების განლაგების მიზნით.

უკრაინული მედია წერს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ლუჰანსკის ოლქში რუსი ოკუპანტების ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა მებრძოლთა 70&-მდე დაკარგა.

 


close დახურვა