logo
ENG



აშშ უკრაინაში Patriot-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს

29 ნოე 202223:57
3 წუთის საკითხავი
clock 792
2022/11/29/0kwso1nj67k2ubc.png

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში Patriot-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს, რათა ქვეყანა რუსული სარაკეტო დარტყმებისგან დაიცვას. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, "განიხილება ყველა შესაძლებლობა [უკრაინის დასახმარებლად], მათ შორის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები".

Patriot-ის სისტემები ძირითადად მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტების, ასევე თვითმფრინავებისა და საკრუიზო რაკეტების გასანადგურებლად არის შექმნილი.


close დახურვა