logo
ENG



Politico-მ ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წლის ევროპის ყველაზე გავლენიან კაცად დაასახელა

08 დეკ 202208:44
3 წუთის საკითხავი
clock 401
2022/12/08/vnsqykti8sl85a4.jpg

Politico-მ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წლის ევროპის ყველაზე გავლენიან კაცად დაასახელა.

"უბრალოდ შეხედეთ, როგორ გარბიან ევროპელი ლიდერები, რომლებიც არჩევნებში იმარჯვებენ, კიევში, რათა გადაიღონ ფოტო 44 წლის კაცთან მის საკულტო მაისურში. მის გვერდით დგომა - პოლიტიკოსებს სურთ, რომ მათ ასე ხედავდნენ. ზელენსკიმ დაარწმუნა მთელი ევროპა იმაში, რომ მათი მომავალი უკრაინას უკავშირდება - ამისი ბევრს არ სჯეროდა, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მისი კომუნიკაციის უნარი საკვანძოა. მისი რიტორიკა მიანიშნებს რუსეთის რეჟიმის ავთვისებიანობაზე, რომლის წინააღმდეგაც ის იბრძვის", - წერს გამოცემა ზელენსკის შესახებ.

Politico-ს რეიტინგში სულ 28 ადამიანი მოხვდა, მათ ნაწილს პოლიტიკოსები შეადგენენ, ხოლო ნაწილს დიპლომატები, ეკონომისტები, პედაგოგები და კლიმატოლოგები. გასულ წელს ევროპის ყველაზე გავლენიან ადამიანად იტალიის მაშინდელი პრემიერმინისტრი მარიო დრაგი დასახელდა.

გამოცემამ სია შეადგინა თავისი ჟურნალისტების, ასევე გავლენიანი ადამიანების, საექსპერტო შეფასებებისა და შეხედულებების საფუძველზე.


close დახურვა