logo
ENG



დააკავეს კაცი, რომელმაც დაშორების შემდეგ ქალს ინტიმური შინაარსის ფოტოები გაუვრცელა

16 იან 202316:21
3 წუთის საკითხავი
clock 1823
2023/01/16/jo429wtjwksyghs.png

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თბილისში დააკავეს 1977 წელს დაბადებული კაცი, რომელმაც დაშორების შემდეგ ქალს ინტიმური შინაარსის ფოტოები გაუვრცელა.

მათი ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, კაცმა მასთან თანაცხოვრებაში მყოფ ქალს, 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ინტიმური შინაარსის ფოტოებს ფარულად უღებდა.

"მას შემდეგ, რაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა, აღნიშნულით განაწყენებული ბრალდებული შანტაჟის და შურისძიების მიზნით, Facebook-ზე სხვა მომხმარებლის სახელით დარეგისტრირდა, სადაც დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები განათავსა და დაზარალებული ქალის ნაცნობი პირების მეგობრებში დამატების გზით ზემოაღნიშნული ფოტოსურათები ხელმისაწვდომი გახადა, რითაც მისი პირადი ცხოვრების საიდუმლო ხელყო", - ამბობს გამოძიება.

პროკურატურამ კაცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარუდგინა. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა