logo
ENG



პარტია საქართველოსთვის: წარმოუდგენელი ტრაგედია მოხდა, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს

20 იან 202311:38
3 წუთის საკითხავი
clock 425
პარტია საქართველოსთვის: წარმოუდგენელი ტრაგედია მოხდა, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს

პარტია საქართველოსთვის ეხმიანება საგარეჯოში მომხდარს და გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

"წარმოუდგენელი ტრაგედია მოხდა საგარეჯოში. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. ვუსამძიმრებთ ქვეყანას გმირი პოლიციელის დაღუპვის გამო"- წერს პარტია.

* * *

საგარეჯოში ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი, ასევე დაჭრილია 5 ადამიანი. 

თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. დანარჩენი დაჭრილების მდგომარეობა კი სტაბილურია.

თავდასხმის დაწყებისას, სახლში იმყოფებოდა ათუაშვილის შვილიც, რომელმაც ცეცხლის გახსნის შემდეგ სახლი დატოვა.

ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი 2006 წლიდან მუშაობდა უწყებაში, ხოლო 2021 წელს სამსახური დატოვა.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით.

თავდასხმის დეტალები - სრულად.


close დახურვა