logo
ENG



ქობულეთში საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარედ სროლა იყო

20 იან 202312:57
3 წუთის საკითხავი
clock 1533

ქობულეთში საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა იყო. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სროლას წინ ხმაური და დაპირისპირება უძღოდა.

გავრცელებული ცნობით, ტყვია საზოგადოებრივი ცენტრის შენობას მოხვდა. ამ დროისთვის, იუსტიციის სახლს მუშაობა შეჩერებული აქვს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინაროებს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო.


close დახურვა