logo
ENG



ბერბოკი: უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ყველა ქვეყნის

24 იან 202316:57
3 წუთის საკითხავი
clock 342
2023/01/24/7ok2kd1e5hk5l1y.jpg

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, არ მხოლოდ გერმანიის, არამედ ყველა ქვეყნის.

"ვაღიარებ, უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ყველა ქვეყნის. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნებს ტანკების მიწოდებისკენ", - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბერბოკი ამბობს, რომ გერმანიის მთავრობაში ამ საკითხთან დაკავშირებით უთანხმოებაა. მისი თქმით, საჭიროა არა ერთმანეთის დადანაშაულება, არამედ საერთაშორისო მხარდაჭერა.

"დიახ, ჩვენ გვჭირდება მეტი სამხედრო მხარდაჭერა, მაგრამ ასევე გვჭირდება მეტი ჰუმანიტარული მხარდაჭერა და პასუხისმგებლობის დაკისრება [რუსეთის ხელმძღვანელობისთვის]", - განაცხადა ბერბოკმა.

მანამდე, ბერბოკმა თქვა, რომ გერმანია წინააღმდეგი არ იქნება, თუ პოლონეთი უკრაინაში Leopard-ის ტანკებს გაგზავნის.


close დახურვა