logo
ENG



საქმე "ფორმულას" დამფუძნებლის წინააღმდეგ

24 იან 202319:50
3 წუთის საკითხავი
clock 298

ფორმულას საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 16 თებერვალს გაგრძელდება. დღეს დაცვის მხარეს მოსამართლეთა კოლეგიამ უარი უთხრა იმ მოწმეების დაკითხვაზე, რომლებიც დაადასტურებდნენ წვრთნების ჩატარებას. ფორმულას დამფუძნებელს ხუთ მილიონ ევროს სწორედ წვრთნების გამო ედავებიან და თანხის ამოღებას ფორმულას დაყადაღებით შეეცდებიან, სხვა აქტივი დავით კეზერაშვილს საქართველოში არ აქვს. დაცვის მხარეს ოპტიმისტური მოლოდინი არა აქვს. მიზანი, რომ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებაა, ამაში ეჭვი არც ადვოკატებს ეპარებათ და არც ფორმულას მფლობელებს. ამ საქმეზე დავით კეზერაშვილი ორმა ინსტანციამ გაამართლა. მოგვიანებით საქმე თაროდან ჩამოიღეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტელეკომპანია ფორმულა გაიხსნა. მესამე ინსტანციამ, სადაც მოსამართლედ ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი და ყოფილი მთავარი პროკურორი მიავლინეს, გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ახლა კი თავდაცვის სამინისტრო 5 მილიონი ევროს ანაზღაურებას მოითხოვს. 


close დახურვა