logo
ENG



შოლცი: უკრაინისთვის ტანკების მიწოდება ესკალაციას არ გამოიწვევს

05 თებ 202315:33
3 წუთის საკითხავი
clock 472
2023/02/05/nr40qnadg6vboey.jpg

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინისთვის ტანკების მიწოდება ესკალაციას არ გამოიწვევს.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, გერმანია რუსეთს Leopard-ის ტანკებით ემურება. გერმანიის კანცლერი პუტინის სიტყვებს აბსურდულს უწოდებს.

"ამ ომს ვერაფერი გაამართლებს. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ უმოწყალო ომს აწარმოებს", - თქვა გერმანიის კანცლერმა.

შოლცის თქმით, გერმანია თავის მოკავშირეებთან ერთად უკრაინას ტანკებს სწორედ იმისთვის აწვდის, რომ ქვეყანამ ბრძოლის ველზე თავის დაცვა შეძლოს. ამასთან, გერმანიის კანცლერი აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ იქნება გამოყენებული. მისი თქმით, ამ საკითხზე კონსენსუსი არსებობს.

25 იანვარს, გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 


close დახურვა