logo
ENG



7 თებერვალს 17:00 საათზე ნაციონალური მოძრაობა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს

07 თებ 202300:28
3 წუთის საკითხავი
clock 914
2023/02/07/fgn1heoqplolgcp.png

ხვალ, 7 თებერვალს 17:00 საათზე ნაციონალური მოძრაობა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს. ეს პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან გამართულ აქციაზე თქვა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, პროტესტი იქნება ყოველდღიური.

მისივე თქმით, საპროტესტო ცენტრი იქნება თბილისში, თუმცა აქციები გაიმართება რეგიონებშიც.

პარტიის წევრები და მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა. მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში რჩება.

მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს.

საქმეზე სასამართლო პროცესები 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.


close დახურვა