logo
ENG



მიშელმა ზელენსკი ევროკავშირის ლიდერების სამიტზე მიიწვია

07 თებ 202309:05
3 წუთის საკითხავი
clock 453
2023/02/07/p12u2wklzupyur0.jpg

ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიწვია, პირადად მიიღოს მონაწილეობა ევროკავშირის ლიდერების სამიტში. სამიტი 9-10 თებერვალს ბრიუსელში გაიმართება.

"უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, დამატებითი ინფორმაცია მოწოდებული არ იქნება", - წერს ტვიტერზე მიშელის წარმომადგენელი, ბარენდ ლეიტსი.

6 თებერვალს ბრიტანული გამოცემა Financial Times წერდა, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა ზელენსკის ვიზიტისითვის ემზადებოდა.

თუ ზელენსკი ბრიუსელში ჩავა, ომის დაწყების შემდეგ ეს მისი მეორე ვიზიტი იქნება უკრაინის ფარგლებს გარეთ. პირველი ვიზიტი 2022 წლის დეკემბერში, ვაშინგტონში განხორციელდა. მაშინ ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდა და კონგრესის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.


close დახურვა