logo
ENG



უკრაინის რადას დეპუტატი: ივანიშვილის მიმართ სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია

07 თებ 202322:29
3 წუთის საკითხავი
clock 653
2023/02/07/a774dq859thhljg.jpg

უკრაინის რადას დეპუტატი იური კამელჩუკი არ გამორიცხავს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის გამო, გამოიყენონ სანქციები ცალკე აღებული პირებისა და სავაჭრო ოპერაციების მიმართ.

ფორმულას ეთერში, გადაცემა ღამის კომენტარში საუბრისას კამელჩუკმა საერთაშორისო საზოგადოების რეაქციებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ "დემოკრატიული ქვეყნების პოზიციები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე".

"მინდა მჯეროდეს, რომ სხვა ქვეყნების აზრები, დემოკრატიული ქვეყნების პოზიციები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს და გვინდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობას ესმის ყოველივე ამის შედეგი. არ ვიცი, როგორ გაგრძელდება პროცესები, შესაძლოა, მოხდეს სანქციების გამოყენება ცალკე აღებული პირებისადმი ან სავაჭრო ოპერაციებისადმი, ეს არის ვარაუდი, მაგრამ გვინდოდა იმის გაგება, რომ ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ყველა დემოკრატიული ქვეყანა გამოთქვამს საკუთარ აზრს და მოუწოდებს პარლამენტს, ხელისუფლებას, პრეზიდენტს, მთავრობას, ვისზეც დამოკიდებულია გადაწყვეტილება, რომ სააკაშვილი გაათავისუფლონ, რათა მან მიიღოს ნორმალური მკურნალობა და პოლიტიკური საკითხები დარჩეს მეორე ფლანგზე", - აღნიშნა კამელჩუკმა. [სინქრონული თარგმანი]

სანქციებზე საუბრისას კამელჩუკმა ასევე აღნიშნა, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მათი დაწესება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, თუმცა დასძინა, რომ სანქციების ამოქმედებას სჭირდება გარკვეული ვადა, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში კი, "საუბარია ძალიან შეზღუდულ ვადებზე".

"რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასეთი დონის ნებისმიერ ხელმძღვანელს, ჰყავს გარშემო მყოფი ხალხი. ხდება სანქციების შემოღება რუსეთისა და პუტინის წინააღმდეგ, ასევე გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ, სამხედრო და სხვა სანქციებმა შესაძლოა მხოლოდ ამ გზით იმუშაონ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სანქციები არ ირთვება სწრაფად. ვლაპარაკობთ ძალიან შეზღუდულ ვადებზე, რაც ეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ყველას კარგად გვემის, რომ რისკი იყო ძალიან მაღალი, ის არ გამქრალა, თვეები და ნახევარი წელია მოლოდინის და ეს დრო გაგვაჩნია იმისთვის, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე და მივანიჭოთ მას კარგი ჯანმრთელობა, თუ ეს შესაძლებელია",-  თქვა კამელჩუკმა. [სინქრონული თარგმანი]

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ გუშინ, 6 თებერვალს უარი თქვა. ექსპრეზიდენტი პატიმრობაში რჩება.

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს - საქმეზე სასამართლო პროცესები 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.


close დახურვა