logo
ENG



BAG ინდექსი: ბიზნესის 50 %-ს სასამართლოს მიმართ დაბალი ნდობა აქვს ან საერთოდ არ ენდობა

23 ოქტ 202012:06
3 წუთის საკითხავი
clock 1231
v2ao8yp8rkyobyb.jpg

საქართველოს ბიზნესასოციაციის (BAG) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით კერძო სექტორის 50 %-ს სასამართლოს მიმართ ან დაბალი ნდობა, აქვს ან საერთოდ არ ენდობა. გამოკითხულთა 32 % არ აქვს მოსაზრება საკითხზე და მხოლოდ 18 % ენდობა სასამართლოს.

კვლევის მიხედვით, ბიზნესი სისტემაში არსებულ არაერთ მოუგვარებელ პრობლემაზე მიუთითებს და ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე ამახვილებს. დაბალი ნდობის ინდიკატორის გარდა, გამოწვევაა განხილვის ვადებიც და სისტემის მუშაობის ეფექტიანობაც; ასევე მოსამართლეთა კვალიფიკაცია და მიუკერძოებლობა.

გამოკითხულთა 79 % მიიჩნევს, რომ  სასამართლო სისტემის საქმიანობა განხილვის ვადების შემჭიდროვებით გაუმჯობესებდება. 57 %-ს მიაჩნია, რომ სისტემა საჭიროებს მოსამართლეთა კომპეტენციის ამაღლებას, ხოლო გამოკითხულთა 50% სასამართლო პროცედურების გამარტივებას მიიჩნევს საჭიროდ. 48 % თვლის, რომ სისტემა მოსამართლეთა მიუკეძოებლობის ხარისხის ზრდის შემთხვევაში გაუმჯობესდება.

2 grafika

აღსანიშნავია, რომ BAG ინდექსის კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების 33.4% სასამართლო სისტემას ეფექტიანად ან/და ძალიან ეფექტიანად მიიჩნევს, მაშინ როცა 39.2%-ის აზრით, სასამართლო სისტემა ჯამურად არაეფექტიანი ან/და ძალიან არაეფექტიანია. 

1 grafika

BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMCG კვლევითი ცენტრი IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს. 


close დახურვა