logo
ENG

Edison Research: 2020-ის არჩევნებზე "ოცნების" ამომრჩეველთა 17% ადგილობრივზე გახარიას პარტიას უჭერს მხარს

24 ივნ 202121:02
3 წუთის საკითხავი
clock 1601
ფოტო: ფორმულა

Edison Research-ის კვლევის შედეგად ჩანს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების მხარდამჭერთა 17% ადგილობრივ არჩევნებში ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ახალ პარტიას "საქართველოსთვის" დაუჭერს მხარს.

კვლევისას გამოკითხულთა მხოლოდ 65% ამბობს, რომ წინა არჩევნების მსგავსად, ისევ ქართულ ოცნებას დაუჭერს მხარს. ოცნების ამომრჩეველთა 3% კი ხმას ადგილობრივ არჩევნებში ენმ-ს მისცემდა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 - 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია. 

close დახურვა