logo
ENG



Edison Research: 2020-ში "ოცნების" ამომრჩეველთა 11% ახლა მხარს გახარიას უჭერს, 6% - ენმ-ს

09 სექ 202121:00
3 წუთის საკითხავი
 
kvleva 8

Edison Research-ის კვლევის შედეგების მიხედვით, იმ რესპონდენტთა 11%, ვინც ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა ქართულ ოცნებას მისცა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გიორგი გახარიას პარტიის მხარდაჭერას აპირებს. მათი 6% კი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის. 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშრისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.


close დახურვა