logo
ENG



Fitch: გაზრდილი საგარეო ვალი საქართველოს რეიტინგს ზღუდავს, ერთერთი რისკია არჩევნებიც

22 ოქტ 202015:20
3 წუთის საკითხავი
clock 1054
c8tkanqd2384907.jpg

სარეიტინგო სააგენტო Fitch საქართველოს სუვერენული რეიტინგის შემზღუდავ ფაქტორებს ასახელებს და მთავარ მიზეზად საგარეო ვალს მიუთითებს. მისივე ინფორმაციით, პანდემიის ფონზე მოზიდული სახსრები საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერაზე მიუთითებს, მაგრამ რისკებს უქმნის თავად ქვეყანას.

"საქართველოს მიერ მოზიდული სახსრები მშპ-ს 7.8%-ს უტოლდება. ეს თანხა აღემატება 2020 წლის საჭიროებას რაც რეზერვის შექმნის შესაძლებლობას იძლევა", - აღნიშნულია სააგენტოს ანგარიშში.

Fitch-ის ცნობით, აღნიშნული რეზერვით ქვეყანა, ევროობლიგაციების დაფარვის ნაცვლად, მის რეფინანსირებას განიხილავს. 500 მლნ ევროს მოცულობის ობლიგაციების დაფარვა ქვეყანას 2021 წლის გაზაფხულზე უწევს. ობლიგაციების გასტუმრება ქვეყნის მთლიან საგარეო ვალს 2.8%-ით შეამცირებს, დეფიციტს კი 2023 წლისთვის მშპ-ს 3%-მდე .

ერთ-ერთ მთავარ რისკად Fitch-ი მოსალოდნელ არჩევნებსაც ასახელებს. როგორც სააგენტო იუწყება,  წინასაარჩევნო პერიოდში გაზრდილია გაურკვევლობა, სწორედ ამიტომ Fitch მოუწდებს საქართველოს, ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს და პროგნოზებს უკვე არჩევნების დასრულებისას გადახედოს.

 


close დახურვა