logo
ENG



ICC-ის პროკურორი: ვერ დავუშვებთ, ბავშვებს მოექცნენ ისე, თითქოს ისინი ომის ნადავლი არიან

17 მარ 202323:26
3 წუთის საკითხავი
clock 499
2023/03/17/k5hxlsbq9mbh02d.jpg

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა, რომ დანაშაული, რომელშიც ვალდიმირ პუტინი და მარინა ლვოვა-ბელოვა არიან ბრალდებულნი, მისთვის აშკარა უკრაინაში ბოლო ვიზიტისას გახდა.

"საიდანაც, სავარაუდოდ, ბავშვები წაიყვანეს, კონფლიქტის ამჟამინდელი ფრონტის ხაზიდან არც თუ ისე შორს. იმ ადამიანების მონათხრობი, ვინც ამ ბავშვებს უვლიდა და შიში იმისა, რა მოუვიდა მათ, ხაზს უსვამდა სასწრაფო მოქმედების აუცილებლობას", - თქვა ხანმა.

"ვერ დავუშვებთ, რომ ბავშვებს მოექცნენ ისე, თითქოს ისინი ომის ნადავლი არიან", - თქვა პროკურორმა.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 

საერთაშორისო სასამართლო განმარტავს, რომ რომის სტატუტის რამდენიმე მუხლის დარღვევით პუტინი და ლვოვა-ბელოვა უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში არიან ეჭვმიტანილნი.

"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები დასძენენ, რომ მათ აქვთ საკმარისი საფუძველი იფიქრონ, რომ პუტინი პირადად არის პასუხისმგებელი ამ დანაშაულებზე როგორც უშუალო მონაწილე.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინა რუსეთს ბავშვების იძულებით დეპორტაციაში ადანაშუალებს, თუმცა მოსკოვი ყველა ბრალდებას უარყოფს. კიევის მონაცემებით, საუბარია 16 ათას ბავშვზე. 

მიუხედავად პუტინისა და ლვოვა-ბელოვას მიმართ გამოწერილი ორდერისა, ICC-ის სასამართლოს არ აქვს დაკავების უფლებამოსილება და იურისდიქციის განხორციელება მხოლოდ იმ ქვეყნებში შეუძლია, რომლებიც რომის სტატუტის ხელმომწერები არიან. რუსეთი ხელმომწერი სახელმწიფო არაა. 

ICC-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ რუსეთში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს რუსეთისთვის "მნიშვნელობა არ აქვს."


close დახურვა