logo

IRI: კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას - ოცნება 33%, ოპოზიცია 37%

clock 23 clock 1057 clock 12 აგვ 202016:59
cely4lbn2i8yy8x.jpg

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის კვლევის თანახმად, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 33% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა. 

გაერთიანებული ოპოზიცია - ნაციონალურ მოძრაობას გამოკითხულთა 16% უჭერს მხარს. მესამე ადგილზე ევროპული საქართველო იმყოფება, პარტიას გამოკითხულთა 5% უჭერს მხარს.

მეოთხე და მეხუთე ადგილს 3-3%-ით ახალი საქართველო - სტრატეგია აღმაშენებელი და პატრიოტთა ალიანსი იკავებენ. 

2-2% აქვთ ლეიბორისტულ პარტიას, სამოქალაქო მოძრაობას, ლელოს და გირჩს.

კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა 11%-მა, ხოლო 17%-მა არ იცის, ვის მისცემს ხმას.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილი იყო ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტს. 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა