logo
ENG



IRI: 44% ამბობს, რომ ვაქცინას გაიკეთებდა, 39% - არა

05 აპრ 202118:01
3 წუთის საკითხავი
clock 912
IRI: 44% ამბობს, რომ ვაქცინას გაიკეთებდა, 39% - არა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას შესაძლებლობისთანავე გაიკეთება, 24% ამბობს, რომ გაიკეთებდა, ოღონდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ.

კვლევის მიხედვით, 6% ამბობს, რომ ვაქცინას გაიკეთება, თუ კანონი ან მისი დამსაქმებელი მოითხოვდა, 39%-ის თქმით კი, ვაქცინას არ გაიკეთებდა. 12% კითხვაზე ამბობს, რომ არ იცის.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა "IPM" მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.


close დახურვა