logo
ENG



IRI: 79% ამბობს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი ქვეყანა - რუსეთია

02 აგვ 202118:14
3 წუთის საკითხავი
clock 1088
2021/08/02/aaixiwc96ehhpav.jpg

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ს) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 79% ამბობს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი ქვეყანა - რუსეთია. 

ამავე კვლევის მიხედვით, მეორე ადგილს საფრთხეების თვალსაზრისით თურქეთი იკავებს, მას მოსახლეობის 15% ასახელებს.

დანარჩენი პროცენტები ასე ნაწილდება :

აზერბაიჯანი - 5%

ირანი - 5%

აშშ - 5%

სომხეთი - 4%

ჩინეთი - 3% 

ევროკავშირი - 2%

უკრაინა - 1% 

არცერთ ქვეყანას 2% ასახელებს, ხოლო 7%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. 

IRI-ის კვლევის საველე სამუშაოები 15-დან 30 ივნისამდე პერიოდში, პირისპირ ინტერვიუების სახით ჩატარდა. გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 მოქალაქე, 18 წლის ან უფროსი ასაკის. ის წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისა ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. ცდომილების ზღვარი +/-2.5%-ია. 


close დახურვა