logo
ENG



ISFED: განსაკუთრებით შემაშფოთებელია ქალი პოლიტიკოსების შანტაჟი პირადი ცხოვრებით

29 სექ 202014:15
3 წუთის საკითხავი
clock 384
ityzq7baj2dk5cs.jpg

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) განსაკუთრებით შემაშფოთებლად მიიჩნევს პირადი ცხოვრებით შანტაჟის შემთხვევებს ქალი პოლიტიკოსების მიმართ.

ISFED-ის  პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ქალი ოპოზიციონერების მიმართ ამგვარი შანტაჟის შემთხვევათა გამოძიება და დამნაშავეთა ადეკვატურად დასჯა საგამოძიებო ორგანოთა პრიორიტეტი უნდა იყოს, "წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მხარდაჭერის განცხადებები ფორმალურ, უშინაარსო ლოზუნგებად დარჩება".

სამართლიან არჩევნები ანგარიშში ამ კონტექსტში სტრატეგია აღმაშენებლის და ლელოს ქალი წევრების მიმართ მუქარაზე ლაპარაკობს. 

კერძოდ:

ზუგდიდში, ლელოს წევრ ქალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი, ლაშა გვასალია Facebook-ზე საჯაროდ დაემუქრა პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გამოქვეყნებით.

პარტიის წარმომადგენლების თქმით, ლელოს წევრებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა და შანტაჟი გრძელდება, რაც მანკიერ პრაქტიკად იქცა და სამართალდამცავი ორგანოები არასოდეს რეაგირებენ ადეკვატურად.

ლელოს ქალთა საბჭოს ხელმძღვანელის, მედეა მეტრეველის განცხადებით, პარტია მოითხოვს ლაშა გვასალიას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას.

სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კი გაავრცელა ინფორმაცია მისი გუნდის წევრი ქალის მიმართ განხორციელებული პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ. იგი თანაგუნდელის ვინაობას მისი პერსონალური ინფორმაციის დაცვის გამო არ ასახელებს.

სამართლიანი არჩევნების დღეს გამოქვეყნებული IV შუალედური ანგარიში ვრცლად ნახეთ აქ


close დახურვა