logo
ENG



ISFED: წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში არ შესულა, თუმცა დარღვევები უკვე გამოიკვეთა

04 აგვ 202010:07
3 წუთის საკითხავი
clock 708

არასამთავრებო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, დღეს წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის მეორე, შუალედურ ანგარიშს წარადგენს.

როგორც მესამე სექტორში აცხადებენ, იმის მიუხედავად რომ წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში არ შესულა გარკვეული დარღვევები უკვე გამოიკვეთა.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი დარღვევებისაგან.

„ეს დარღვევები ეხება, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვას, რაც პირველ ანგარიშში იყო ერთგვარი ტენდენცია და 19 ფაქტი გვქონდა ასეთი დაფიქსირებული. ამ შემთხვევაში განსხვავება ის არის, რომ გარდა მმართველი გუნდისა, ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც შეიმჩნევა უკვე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები. გვაქვს პოლიტიკური ნიშნით სავარაუდო ზეწოლის ფაქტები, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტები. 2 შემთხვევა გამოვლინდა ხელვაჩაურში და ხულოში, როდესაც სოციალური დახმარების გაცემა არ მოხდა პოლიტიკური მოტივით. ასევე გვაქვს სასულიერო პირის მხრიდან აგიტაციის განხორციელების ფაქტი“, - აცხადებს ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე.


close დახურვა