logo
ENG



ISFED არჩევნებზე: ყველაზე სერიოზული პრობლემა პარტიების მხარდამჭერებზე ზეწოლა-მუქარაა

22 ოქტ 202012:31
3 წუთის საკითხავი
clock 1283
cxh4m1ydylaoc3l.jpg

საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად ზეწოლა, მუქარის ფაქტები და ფიზიკური ძალადობა რჩება. ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეხუთე შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული. კვლევა მოიცავს მიმდინარე წლის 29 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით განვითარებულ მოვლენებს.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის, თქმით, ძირითადად ზეწოლა-მუქარა ოპოზიციური პარტიების მიმართ ხორციელდება. ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა სააგიტაციო მასალის დაზიანების შემთხვევები.

"ჩვენ მიერ ამ პერიოდში გამოვლინდა შემდეგი ტენდენციები, რაც ეხება ფიზიკურ ძალადობის 9 შემთხვევას. ყველაზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ზეწოლა-მუქარის შემთხვევები, რომელთა რაოდენობამ შეადგინა 37. ასევე ამომრჩეველთა მოსყიდვის 10 ფაქტი იქნა დაფიქსირებული, მედიაზე ზეწოლის 2, ხოლო დამკვირვებელზე ზეწოლის 1 შემთხვევა. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 18 შემთხვევა, არაუფლებამოსილი პირების კამპანიაში მონაწილეობის 16 შემთხვევა და ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა სააგიტაციო მასალის დაზიანების შემთხვევა... რაოდენობიდან გამომდინარე ყველაზე სერიოზულ პრობლემას წარმოდგენს პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერების, აქტივისტების წინააღმდეგ ზეწოლა-მუქარისა და ხელის შეშლის ფაქტები. ტენდენციური სახით იკვეთება, რომ ზეწოლა მუქარა ძირითადად ხორციელდება ოპოზიციური პარტიების, წარმომადგენლებისა თუ მხარდამჭერების წინააღმდეგ, რომ ისინი ჩამოშორდნენ საარჩევნო კამპანიას", - აღნიშნა ელენე ნიჟარაძემ. 

ISFED-ის დირექტორმა ყურადღება გუშინ, 21 ოქტომბერს ზუგდიდში მომხდარ თავდასხმაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, არსებული ინფორმაციით აღნიშნული ფაქტი საარჩევნო კამპანიას არ უკავშირდება. 

"რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, უშუალოდ ეს არჩევნებთან კავშირში არაა. დადებითი ფაქტია ის, რომ ყველა პირი, რომელიც მძევლად აიყვანეს, დაზიანების გარეშე გამოიხსნეს და იმედია სამართალდამცავი უწყებები დროულად დააკავებენ თავდამსხმელს", - თქვა ელენე ნიჟარაძემ. 


close დახურვა