logo
ENG



ISFED ჟორჟოლიანზე: არის უსამართლოდ უპირატესი გარემო ტელევიზიაში მომუშავე კანდიდატებისთვის

29 სექ 202013:50
3 წუთის საკითხავი
clock 759
m2yq50uof8t2h0g.jpg

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა.

ანგარიშში საუბარია ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის მაჟორიტარობის კანდიდატობაზე. ორგანიზაციის აზრით, კანდიდატის საქმიანობიდან გამომდინარე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება პოლიტიკური რეკლამის შესახებ საარჩევნო კოდექსით დადგენილი რეგულაციების არსი და იქმნება უსამართლო უპირატესი გარემო ტელევიზიაში მომუშავე კანდიდატებისთვის. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ არსებობს უკანონო შემოწირულობის მიღების რისკიც.

23 სექტემბერს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ვანი-სამტრედია-ხონი-წყალტუბოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წარადგინა. მან გენერალი დევი ჭანკოტაძე ჩაანაცვლა, რომლის ბანერებიც ამ ოლქში უკვე გამოკრული იყო. 

სამართლიანი ანგარიშის IV შუალედური ანგარიში ვრცლად ნახეთ აქ


close დახურვა