logo
ENG



ISW: კრემლი კვლავ ცდილობს დასავლეთზე ზეწოლას, რათა აიძულოს უკრაინა, დათმობაზე წავიდეს

27 მაი 202317:35
3 წუთის საკითხავი
clock 476
2023/05/27/zh96xegxdyale99.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, კრემლი კვლავ ცდილობს დასავლეთზე ზეწოლა მოახდინოს, რათა აიძულოს უკრაინა, დათმობაზე წავიდეს.

"კრემლი კვლავ ცდილობს ზეწოლა მოახდინოს დასავლეთზე, რათა აიძულოს უკრაინა, დათმობაზე წავიდეს და რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობებით მოლაპარაკება დაიწყოს. ამასთან, რუსეთმა გაააქტიურა საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს დასავლეთის ზეწოლის გაძლიერებას უკრაინაზე", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, პუტინის განცხადებები არ მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაცია დაინტერესებულია უკრაინასთან მოლაპარაკებებით. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კრემლს არ შეუქმნია რაიმე სერიოზული საფუძველი მოლაპარაკებებისთვის.

13 მაისს, იტალიაში ვიზიტისას, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დაწყებამდე პუტინთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა უარი თქვა.


close დახურვა