logo
ENG



NASA-ს თქმით, ჩინეთმა რაკეტის ნაწილების ტრაექტორია დამალა - ისინი ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა

31 ივლ 202217:20
3 წუთის საკითხავი
clock 850
2022/07/31/ywsl8ta6m5voume.png
China Daily

ამერიკული მედიის ცნობით, ჩინური რაკეტის Long March 5B-ის ნამსხვრევები დედამიწაზე შაბათს, 30 ივლისს ინდოეთის ოკეანეში ჩამოვარდა.

რაკეტა The Long March 5B, რომელიც ჩინეთის უდიდესი რაკეტაა, კოსმოსში 24 ივლისს გაფრინდა, რათა ორბიტაზე მშენებარე ახალი ჩინური კოსმოსური სადგურისთვის ლაბორატორიული დანაყოფი ჩაეტანა. ეს 2020 წლის შემდეგ Long March რაკეტის მესამე გაფრენაა.

NASA აცხადებს, რომ ჩინეთმა დამალა “კონკრეტული ტრაექტორიის შესახებ ინფორმაცია”, რაც ნათელს გახდიდა სავარაუდოდ სად ჩამოვარდებოდა რაკეტის ნარჩენები.

აშშ-ის კოსმოსური სარდლობის თქმით, ჩინური რაკეტა Long March 5B ინდოეთის ოკეანეში ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:45 საათზე ჩავარდა. უწყებამ ჩინეთს მიმართა კითხვებით ატმოსფეროში რაკეტის დაბრუნების “ტექნიკური ასპექტების შესახებ, როგორიცაა პოტენციური ნამსხვრევების გაფანტვის ზემოქმედების ადგილი“.

ყველა კოსმოსში მოგზაური ქვეყანამ უნდა დაიცვას დაწესებული საუკეთესო პრაქტიკა და საკუთარი მოვალეობა შეასრულოს იმ ინფორმაციის წინასწარ გაზიარებით, რაც პოტენციური ნარჩენების გავლენის რისკებზე სანდო ვარაუდების შექმნის საშუალებას იძლევა. ამის გაკეთება მნიშვნელოვანია კოსმოსის პასუხისმგებლობით გამოყენებისა და აქ, დედამიწაზე ადამიანების უსაფრთხოების უზრუველყოფისთვის” – აცხადებს NASA-ს ადმინისტრატორი, ბილ ნელსონი.

მედია ასევე აცცხადებს, რომ მალაიზიაში სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გაავრცელეს ვიდეო რომელიც, სავარაუდოდ, რაკეტის ნარჩენებს ასახავს.

Aerospace Corp-მა, აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა არაკომერციულმა კვლევითმა ცენტრმა, რომელიც ლოს-ანჯელესის მახლობლად მდებარეობს, განაცხადა, რომ არ იყო გონივრული იმ რაკეტის მთლიანი მთავარი ბირთვის დედამიწაზე უკონტროლოდ დაბრუნების დაშვება, რომელიც 22.5 ტონას იწონის.

რამდენიმე დღის წინ ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ რაკეტის კორპუსი ატმოსფეროში ვარდნისას დაიშლებოდა, თუმცა მისი მოცულობიდან გამომდინარე, სავარაუდო იყო, რომ დაშლას ბევრი მოზრდილი ნაწილი გადაურჩებოდა.

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ჩინეთმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ნარჩენების გადაადგილებას თვალს მიადევნებდა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ნარჩენები ხმელეთზე მყოფებს მინიმალურ საფრთხეს უქმნის.

2020 წელს ამავე ტიპის რაკეტის ნაწილები კოტ-დ’ივუარის სანაპიროზე ჩამოვარდა და აფრიკის სახელმწიფოში რამდენიმე შენობა დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გასულ წელს კი NASA-მ ჩინეთი დაადანაშაულა, რომ მალავდა ინფორმაციას წინა Long March-ის რაკეტის ფრენის შესახებ 2021 წლის მაისში. ამ ფრენის ნამსხვრევები ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა, მათ ზიანი არავისთვის მოუტანიათ.

NASA-ს ადმინისტრატორი, ბილ ნელსონი აცხადებს, რომ აშშ და სხვა კოსმოსში მოგზაური ქვეყნები რაკეტების დიზაინის შექმნისას დამატებით ფინანსებს გამოყოფენ, რათა თავიდან აიცილონ ატმოსფეროში დიდი რაკეტების უკონტროლო დაბრუნებები. ეს პრაქტიკა მას შემდეგაა მიღებული, რაც 1979 წელს NASA-ს კოსმოსური სადგურის Skylab-ის ნაწილები ორბიტიდან ჩამოვარდა და ავსტრალიის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.


close დახურვა