logo
ENG



Spiegel: ნავალნი ბევრად ძლიერი სახეობის ნოვიჩოკით მოწამლეს

12 სექ 202016:57
3 წუთის საკითხავი
clock 524

ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

გერმანული გამოცემა Der Spigel დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ რუსი ოპოზიციონერი ბევრად ძლიერი სახეობის ნოვიჩოკით მოწამლეს. ამ დასკვნამდე სპეციალისტები პოლიტიკოსის ანალიზის პასუხების თავიდან შესწავლის შემდეგ მივიდნენ.

ოპოზიციონერს გერმანელი მედიკოსების გარდა ანალიზები ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის სპეციალისტებმაც ჩაუტარეს, რომლებიც ბერლინში მასთან პირადად იმყოფებოდნენ.

საერთაშორისო გაერთიანება ოპოზიციონერის მოწამვლის გამო მოსკოვს სანქციებით ემუქრება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ დასავლეთის მიმართ საპასუხო ზომებს მოსკოვიც მიიღებს.


close დახურვა