logo
ENG



adjaranet, iMovies და სხვა - ჰოლივუდის მოთხოვნით ე.წ. მეკობრული საიტების გვერდები წაიშალა

27 ნოე 202122:51
3 წუთის საკითხავი
clock 19306
2021/11/27/r2usfzpovqtg5si.png

Facebook-სა და Instagram-ზე ქართული ე.წ. მეკობრული საიტების (adjaranet.com, iMovies.cc, croconet.com, srulad.com, movies.ge, geosaitebi.ge, qartulad.com, hoovies.net) გვერდები წაიშალა. როგორც ცნობილია, ხსენებულ გვერდებს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ ექნებათ. 

ქართული ორგანიზაცია ანტიმეკობრული ცენტრის განცხადებით, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში Google-ის და სხვა საძიებო სისტემებში ე.წ. მეკობრული ვებგვერდები შეიზღუდება. 

ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ბეჟაშვილი ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ ე.წ. მეკობრული გვერდები ჰოლივუდის დიდი კინოსტუდიების გაერთიანების მიმართვის საფუძველზე წაიშალა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად, სოციალური ქსელები ვალდებულები არიან საავტორო უფლებები დაიცვან და სოციალური ქსელების ეს გადაწყვეტილებაც სწორედ ამას უკავშირდება. 

"ჰოლივუდის სტუდიების გაერთიანება აქტიურად არის ჩართული პრობლემის მოგვარებაში. დაიბლოკა ის გვერდები, რომლებიც ავრცელებენ მოპარულ პროდუქციას. ეს ვებგვერდები სოც.ქსელების მეშვეობით საზოგადოებასთან კომუნიკაციას ვეღარ შეძლებენ. შემდეგი ნაბიჯი იქნება საძიებო სისტემებში სარგებლობის შეზღუდვა და საბოლოო ჯამში დადგება ამ მოპარული ფილმების გამავრცელებელი ვებგვერდების დაბლოკვა დღის წესრიგში. ეს პირატული ვებგვერდები ჩანაცვლდება ლეგალური ალტერნატივით და ქართულ მოსახლეობას ექნება ამ ლეგალური ალტერნატივის გამოყენების შესაძლებლობა", - თქვა ბეჟაშვილმა. 


close დახურვა