logo
ENG



facebook-მა "პატრიოტთა ალიანსთან" დაკავშირებული მედია tinp.ge-ს გვერდი და ჯგუფი წაშალა

23 ოქტ 202022:16
3 წუთის საკითხავი
clock 2320
hnwqr9qteixchyw.jpg

Facebook-მა "პატრიოტთა ალიანსთან" დაკავშირებული ონლაინ მედია tinp.ge-ს გვერდი და ჯგუფი წაშალა. ამ ეტაპზე არც ულტრა-მემარჯვენე პლატფორმის, ალტ-ინფოს გვერდი იძებნება.

Tinp.ge - დღეს პოლიტიკაში - არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" მიერ იდენტიფიცირებულია, როგორც "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" სასარგებლოდ მოქმედი ონლაინ მედია, რომელიც თავს დამოუკიდებელ მედიად წარმოაჩენს.

მათი ინფორმაციით, facebook პირად ანგარიშზე გასაჯაროვებული ცნობების მიხედვით, მოცემული სააგენტოს თანადამფუძნებელი და პროდიუსერი ომარ მძევაშვილია. სააგენტოს facebook გვერდი პირველად 2019 წლის 17 ივლისს შეიქმნა სახელწოდებით - "Todayinpolitics.ge - დღეს პოლიტიკაში", თუმცა იგი იმავე წლის 8 ნოემბერს ახალმა გვერდმა ჩაანაცვლა. 


close დახურვა