logo
ENG



ადვოკატი: ამირხანაშვილმა გაიმეორა, რომ ჰკითხეს, ისე კარგად თუ ცურავს, როგორც დარბის

30 სექ 202017:57
3 წუთის საკითხავი
clock 1322
p71nb6m7jp9qjbq.png

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოქმე, გურამ ამირხანაშვილი დაკითხეს. დაკითხვის დასრულების შემდეგ სასამართლოს შენობიდან ის დაცვით გამოიყვანეს. ამირხანაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

ადვოკატ ეკა ხუციშვილის განცხადებიდან კი გამომდინარეობს, რომ ამირხანაშვილმა გამოძიებისთვის მიცემული ბოლო ჩვენება ძალაში დატოვა და იგივე გამიმეორა, რაც სამართალდამცველებს აგვისტოში უთხრა. 

კერძოდ, ადვოკატის თქმით, ამირხანაშვილმა გაიმეორა, რომ არჩილ გაგნიძემ უთხრა, ჩამჯდარიყო ტოიოტას მარკის მანქანაში, რითაც ის თბილისში ჩამოიყვანეს და დიდუბის მეტროსთან ჩამოხევს

ასევე, ამირხანაშვილის თქმით, მან დაინახა, როგორ ურტყამდა მათ ერთ-ერთ მეგობარს, გიორგი ქათამაძეს 8 ადამიანი. 

ეკა ხუციშვილის ცნობით, გურამ ამირხანაშვილმა სასამართლო დარბაზშიც გაიმეორა ბოლო ჩვენებაში ნათქვამი, რომ მას და გიორგი შაქარაშვილს არჩილ გაგნიძემ ჰკითხა, "ისე კარგად თუ იცის ცურვა, როგორც სირბილი". 

"მას გაუჩნდა განცდა, რომ ის იპოვეს პირველი და რომ შაქარაშვილს საფრთხე არ ემუქრებოდა, ამიტომ არ დარეკა პოლიციაში და დაურეკა მეგობარს, რომ წასულიყო და შაქარაშვილი წამოეყვანა. როცა დილით მოიკითხა და არსად ჩანდა, ოჯახს იმ ინციდენტის შესახებ შეატყობინა, რაც მოხდა", - თქვა ადვოკატმა. 

​ბრალდებულების ადვოკატებს ამირხანაშვილის ჩვენება სარწმუნოდ არ მიაჩნიათ, ვინაიდან გიორგი შაქარაშვილის მეგობარმა ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისის ღამეს გაუჩინარდა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. პროკურატურის ვერსიით, გიორგი შაქარაშვილს 5-მა ადამიანმა სასტიკად სცემა, შემდეგ მისი ცხედარი მდინარეში გადააგდო.  

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, მათგან 11 სრულწლოვანია, 6 - არასრულწლოვანი. დაკავებულებიდან 5 პირს:არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს და 2 არასრულწლოვანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინეს. სხვა დაკავებულებს ბრალი წარდგენილი არ აქვთ. 


close დახურვა